ბოლო შეტყობინება მისი გულის ცემის შეწყვეტამდე ჩემთან იყო გამოგზავნილი..- სააკაშვილი ნიკა რურუაზე

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე ნიკა რურუას გარდაცვალების წლისთავს ეხმიანება.

მისი თქმით, ამ მასშტაბის გავლენის ინტელექტუალური ფიგურა ძალიან იშვიათად მოიძებნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

„დღეს ნიკა რურუას წლისთავია. იმ ხალხს მინდა შევახსენო ვისაც ნაციონალობა „უტყდება“, რომ ამ მასშტაბის და გავლენის ინტელექტუალური ფიგურა ძალიან იშვიათად მოიძებნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ის სწორედაც რომ ამაყი ნაციონალი იყო. განსაკუთრებით ცუდია რომ მისი ძმა ჟორიკა რომელიც სწორედ ნიკას გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა ახლა ჩადებული იარაღის გამო ივანიშვილის ტყვეა. ნიკას ბოლო სატელეფონო შეტყობინება მისი გულისცემის შეწყვეტამდე ჩემთან იყო გამოგზავნილი და ის ასე ჟღერდა „შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ“. მინდა გავიმეორო „შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გარდაიცვალა. მისი ცხედარი, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის სახლში ნახეს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ ის გულის შეტევით გარდაიცვალა.