“ბოლო ჟამის ომი”-ისტორიული ფოტო რუსთაველის გამზირიდან

“ბოლო ჟამის ომი”-ასე შეფასდა ისტორიული ფოტო სოციალურ ქსელში, რომელიც რუსთაველი გამზირზეა გადაღებული. ფოტო სამოქალაქო აქტივისტმა თამარ კაკაბაძემ ატვირთა. ფოტოზე მთელი ოპოზიციური სპექტრის ლიდერები არიან გამოსახულნი. გვერდიგვერდ, ხელიხელჩაკიდებული დგანან გიგი უგულავა, გიორგი ვაშაძე, ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია, კახა კუკავა, თაკო ჩარკვიანი და სხვები.

ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ასეთი ერთსულოვნება მათ პირველად ნახეს.