“მე ვუერთდები თქვენს აქციას და ბუნებრივია, ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთების და თქვენი ბრძოლის მხარდამჭერი”- ეს განცხადება საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობის წინ გააკეთა. მარგველაშვილი საპროტესტო აქციაზე ცოტა ხნის წინ მივიდა.