„ბოქლომიც რა პატარა ქონიათ“ – ლაშა ნაცვლიშვილი პარლამენტის პიკეტირებაზე

„ბოქლომიც რა პატარა ქონიათ“,- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ​„ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი ოპოზიციის ლიდერების მიერ პარლამენტის შესასვლელ ჭიშკრებზე ბოქლომის დადებას.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოხდა, აქციის მონაწილეებმა და პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა შესასვლელ ჭიშკრებს ბოქლომი დაადეს.