ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.ადგილობრივები ამბობენ, რომ გვამს დაზიანება თავის არეში აღენიშნებოდა.

მამაკაცს სავარაუდოდ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.