ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ  განახლდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური,სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

180-მდე მეხანძრე-მაშველი და მეტყევე სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლს გვიან ღამემდე ებძროდა. ღამითვე მოხერხდა ორივე კერის ლოკალიზება. ხანძრის კერების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მაშველები და მეხანძრეები ადგილზე მთელი ღამე დარჩნენ.