ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომანქანა რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. ქვეითებს შორის იყო ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.