საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროცესი “ნიუ ჰოსპიტალსში” ცოტა ხნის წინ დასრულდა.
გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს,ბრალი საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს.