მსჯავრდებულ ბექა გელხაურის ადვოკატი და მისი ოჯახის წევრები მთავარ პროკურორთან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ. გელხაურის ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალს, რომელშიც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.
პროტესტის ნიშნად მან რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა რკინის ნივთები გადაყლაპა, მათ შორის არის რამდენიმე ათეული მაგნიტი და საჭრელი. ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ის უარს ამბობს ოპერაციაზე ვიდრე იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს არ შეხვდება. გელხაური ამ დრომდე სასჯელაღსრულების ნომერ მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
„შემოვიტანე განცხადება და მოვითხოვე სასწრაფოდ მთავარ პროკურორთან და თეა წულუკიანთან შეხვედრა, რადგანაც ამას ითხოვდა მსჯავრდებული. რომელსაც აქვს გადაყლაპული 51 ცალი ე.წ. “კუსაჩკა,” 5 მაგნიტი და 2018 წლის 17 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს,“-განაცხადა ბექა გელხაურის ადვოკატმა, ლალი ბუნტურმა “კურიერთან” საუბრისას.