ბრძანება მე გავეცი – გახარია 20 ივნისის დარბევასა და სროლაზე

ბრძანება მე გავეცი – ეს განცხადება, საქართველოს შს მინისტრმა გააკეთა. ტვ “პირველის” ეთერში, გიორგი გახარიამ თქვა, რომ მან საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედა. მინისტრის განცხადებით, სროლის ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ხასიათი.
ნარინჯისფერ ტყვიებზე დასმული კითხვის საპასუხოდ კი ამბობს, რომ ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები ლეტალური არ არის. მისი თქმით, ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის მიერ გამოსაყენებლად.
„ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. რატომ – იმიტომ, რომ პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი ამ ქვეყანაში“,- განაცხადა გახარიამ.