ბრიტანელმა გოგომ ისე იმშობიარა,საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ არ იცოდა

დაუჯერებელია, მაგრამ ფატია, რომ 18 წლის გოგონამ საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ მხოლოდ ბავშვის გაჩენის შემდეგ გაიგო.
ბრიტანეთის ქალაქ ოლდემის თვრამეტი წლის მცხოვრები გოგონა, ებონი სტივენსონი დასაძინებლად დაწოლისას თავს ცოტა შეუძლოდ გრძნობდა, ოთხი დღის შემდეგ კი გაიღვიძა და აღმოაჩინა რომ დედა იყო. გოგონას ეჭვიც კი არ ქონია რომ ფეხმძიმედ იყო.
როგორც გაირკვა, ებონი სტივენსონს ორი საშვილოსნო აქვს. ერთი მათგანი ჩვეულებრივად აგრძელებდა მენსტრუალურ ციკლს, ამიტომაც სტივენსონს ფეხმიძიმობაზე ეჭვიც არ გასჩენია. გარდა ამისა, გოგონას არც მუცელი ეტყობოდა განსაკუთრებით, იმიტომ რომ მეორე საშვილოსნო, რომელშიც ბავშვი ჩაისახა უკან, ანუ ზურგის მხარეს მდებარეობს. გოგონა დაძინებისას თავს ცოტა შეუძლოდ გრძნობდა და თავი ტკიოდა. ძილში შეტევა დაიწყო, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მიზეზი პრედეკლამპსია იყო, რომელიც ფეხმძიმობის დროს პოტენციურად მომაკვდინებელი გართულებაა. როგორც გოგონა ამბობს, არ ახსოვს ამის შემდეგ როგორ ადგა და აბაზანაში როგორ წავიდა, სადაც შეტევა დაემართა.
ებონის დედა ყვება, რომ გოგონას უცებ მუცელი გაეზარდა. დედამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა. სასწრაფომ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო წესით საკეისრო კვეთა გაუკეთეს.
ებონი გონს ოთხი დღის შემდეგ მოვიდა და გაიგო, რომ გოგონა გააჩინა, წონით 3.45 კგ. ექიმების აზრით პატარა ზუსტად ვადაში დაიბადა – ებონი მას ცხრა თვე მუცლით ატარებდა. პატარა გოგონას ელოდი დაარქვეს.
“პირველად ბავშვის დანახვა სრულიად არარეალური შეგრძნება იყო. თითქოს ცნობიერებამ სხეული დატოვაო. ექიმებს ვთხოვე ბავშვი წაეყვანათ, დავიბენი, დარწმუნებული ვიყავი რაღაც შეცდომა იყო– ამბობს გოგო – მერე მეშინოდა, რომ ვერ შევძლებდი იმის გააზრებას, რომ ის დაიბადა. მაგრამ ახლა მეჩვენება, რომ ის შესანიშნავია.“– ამბოს ებონი სტივენსონი.