ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა, დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, ილია ჭავჭავაძის სიტყვები მოიშველია.
“მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი”, — წარმოთქვა ბრიტანეთის ელჩმა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა. ელჩის გამოსვლას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
რამდენიმე თვის წინ მაკენზიმ საკთარ “TWITTER”-ზე გამოაქვეყნა პოსტი სადაც ჩანს რომ ელჩი ქართული ენის სწავლით არის დაკავებული.
ბრიტანეთის საელჩოში მიმდინარე წვეულებას ესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები.