ბრიტანეთმა საქართველოს ჯეკ შეფარდის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა

ბრიტანული გამოცემა “გარდიანის“ ინფორმაციით დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ხელისუფლებას ჯეკ შეფარდის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ძალოვანმა უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა გაუგზავნა.
„დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ძალოვანმა უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა გაუგზავნა. თუმცა გაურკვეველი რჩება, როდის გაიგზავნა ოფიციალურად აღნიშნული მოთხოვნა, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით ძალოვან უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ“, – წერს გამოცემა.
ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფარდი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში იმალებოდა ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. შეფარდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონას, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
29 იანვარს საქართველოში გამართულ სასამართლო პროცესზე ჯეკ შეფარდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ექსტრადირების შესახებ სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება, თუმცა როდის დაიწყებს ამ საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო, ჯერჯერობით უცნობია.
ჯერ შეფარდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და პოლიციას ჩაბარდა.