ბუჩქზე პოლიტიკოსების სურათებით გაკეთებული სათამაშოების დაკიდების გამო, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გოგი წულაია და ,,გაბედეს” აქტივისტი, გაგი ახალაძე 1000 ლარით დააჯარიმა. როგორც გაგი ახალიძემ განმარტა ისინი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ, რადგან ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება და დაშინების მცდელობაა.
,,გვედავებიან, თითქოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამ შემთხვევაში ბუჩქი გამოიყვანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, რომ დავამახინჯეთ. ეს არის უნიჭო ანგარიშსწორება და შერჩევითი სამართალი”, – აცხადებს ახალაძე.
,,ეს სურათები და პლაკატები ჩვენთან შეუთანხმებლად გაზონებსა და ნარგავებზე დაკიდეს. ეს მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში. არის სპეციალური მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა”- აცხადებს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა ,,გაბედეს” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებს 11 დეკემბერს სამართალდაცველებმა მესხიშვილის თეატრის წინ განთავსებულ ნაძვის ხეზე ქართული ოცნების პოლიტიკოსების სურათებით გაკეთებული სათაშოების დაკიდების უფლება არ მისცეს. პოლიციის წინააღმდეგობის შემდეგ აქტივისტებმა სურათები იქვე მდებარე ბუჩქებზე დაკიდეს.