ბულგარეთი რუს დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებს

რუს დიპლომატებს კიდევ ერთი ქვეყნიდან აძევებენ. ამჯერად რადიკალური გადაწყვეტილება ბულგარეთმა მიიღო.

ქვეყანაში ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, ბულგარეთში რუსეთის ელჩს კი, შესაბამისი ნოტა უკვე გადაეცა.

გაძევების მიზეზი ჯაშუშური საქმიანობაა. მოსკოვი საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს.