ბუნებრივი აირის გაჟონვის მორიგი შემთხვევა -გლდანში გაზის ონკანი ღია დარჩათ

ბუნებრივი აირის გაჟონვის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში, გლდანში ერთ-ერთ ბინაში გაზის ონკანი ღია დარჩათ.

ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებმა  დღეს დილით სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნეს და “ყაზტრანსგაზს” მიმართეს.

“ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები ადგილზე მალევე მივიდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.

მაცხოვრებლების განცხადებით, ერთ-ერთ ბინაში მამაკაცს გაზის ონკანი ღია დარჩა, რამაც ბუნებრივი აირის დაგროვება გამოიწვია.