„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა ანტირუსული პროვოკაციის გამო, რომელიც ზაფხულში, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
„მე არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო აბსოლუტურად საშინელი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ არ დაგასრულებინებთ საუბარს, ვიდრე არ მოგიბოდიშებთ, რადგან ვთვლი, რომ ეს იყო პირველ რიგში ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ტასი“ წერს, რომ კოსაჩოვმა ბურჯანაძეს ამ სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა.