ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე კლეი ტომპსონთან ერთად მოპოვებული ჩემპიონობა გაიხსენა და ამის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ამასთან ქართველმა ცენტრმა კლეის სწრაფი რეაბილიტაცია და სრულად გამოჯანმრთელება უსურვა და ბოლოს დასძინა, რომ მზადაა მათ შორის ჩატარებული ჩატენვების კონკურსში რემატჩი გამართოს. აღნიშნულ პოსტს ამერიკელი სუპერვარსკვლავიც გამოეხმაურა და კომენტარებში ჯერ მადლობა გადაუხადა ზაზას, ხოლო შემდეგ ხუმრობით დაუწერა, რომ ცალი ფეხითაც მასზე მაღლა ახტებოდა.
ზაზა ფაჩულიასა და კლეი ტომპსონს ძალიან კარგი მეგობრები რომ არიან ეს არავისთვის არის ახალი. მათ ერთმანეთი გოლდენ სთეით უორიორსის რიგებში გაიცნეს და მას შემდეგ ისინი ძალიან დაახლოვდნენ და არც სოციალურ ქსელებში ერიდებიან ერთმანეთზე ხუმრობას.