უკრაინაში Fox News-ის ოპერატორი მოკლეს
Fox News-ის განცხადებით, უკრაინაში მოკლეს მათი ოპერატორი პიერ ზაკრჟევსკი.
"დიდი მწუხარებით და დამძიმებული გულით ვიზიარებთ ამ დილის ამბავს ჩვენი საყვარელი ოპერატორის, პიერ ზაკრჟევსკის შესახებ. პიერი მოკლეს ჰორენკაში, კიევის გარეთ, უკრაინაში",...
რუსეთმა ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა
რუსეთმა აშშ-ის ხელმძღვანელობას, მათ შორის ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა და რუსეთში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასაშუალებები ავრცელებენ.
სანქციები შეეხო სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს და ადმინისტრაციის...
მედვედევი, პესკოვი, ზახაროვა – ბრიტანეთმა კიდევ 370 პირი დაასანქცირა
დიდმა ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები კიდევ 370 ადამიანს დაუწესა, მათ შორის რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს.
სანქციები შეეხო რუსეთის ამჟამინდელ პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინს, კრემლის პრესსპიკერს, დმიტრი პესკოვს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, საგარეო საქმეთა სამინისტროს...
გარკვეული მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავედით – ზალუჟნი
"20-დღიანი ღია ომი. გამძლეობისა და გმირობის 20 დღე. 20-დღიანი ბრძოლა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ასრულებენ დასახულ ამოცანებს. შევაჩერეთ აგრესორი, განვათავსეთ რეზერვის ნაწილები და გარკვეული მიმართულებით გადავედით კონტრშეტევაზე.
სამწუხაროდ, ზარალს ვიღებთ, თუმცა ის...
გავიგეთ, რომ NATO-ში ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ – ზელენსკი
„გასაგებია, რომ უკრაინა არ არის NATO-ს წევრი, ეს გვესმის, ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა ღია კარის შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს...
NATO-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა დაჰიპნოზებულია რუსული აგრესიით – ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონთან და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებთან ონლაინშეხვედრისას იმედგაცრუება გამოხატა ნატოს მიმართ უკრაინის თავზე ცის არჩაკეტვის გამო.
ვიდეოზარში ზელენსკიმ თქვა, რომ NATO-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსეთის მიერ...
რუსეთი ამზადებს ასეთ თავდასხმას – ივანა კლიმპუშ-ცინცაძე ქიმიურ იარაღზე
უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, "ვერხოვნა რადას" დეპუტატი და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ივანა კლიმპუშ-ცინცაძე აცხადებს, რომ რუსეთი რეგულარულად ავრცელებს ყალბ ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის უცხოური ლაბორატორიების...
“ეს ხულიგნობაა” – პესკოვი მარინა ოვსიანიკოვაზე
"რაც შეეხება ამ ახალგაზრდა ქალს, ეს არის ხულიგნობა“,– ასე ეხმიანება კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვის რუსული პირველი არხის რედაქტორის მიერ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შესვლას.
მისივე თქმით, არხი და საჭირო ორგანოები...
95 ვერტმფრენი, 404 ტანკი – რუსეთის დანაკარგები 15 მარტის მონაცემებით
უკრაინის გაერთიანებული ძალები ოკუპანტის დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
15 მარტის მონაცემებით, რუსულმა არმიამ დაკარგა:
13 500-ზე მეტი ჯარისკაცი
ტანკი - 404
ჯავშანტექნიკა – 1279
საარტილერიო სისტემები - 150
MLRS /...
უკრაინაში Fox News-ის ჟურნალისტი დაჭრეს
Fox News-ის განცხადებით, უკრაინაში მათი ჟურნალისტი, ბენჟამინ ჰოლი დაჭრეს.
Fox News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან სკოტმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი კიევის მიმდებარედ ამბების შეგროვების დროს დაჭრეს. მისი ინფორმაციით, ბენჟამინი ჰოსპიტალიზებულია.
სკოტმა აღნიშნა, რომ...















