ორშაბათი, 14 ოქტომბერი , 2024, 10:21

მსოფლიო

თუ ევროპა რუსულ ნავთობზე უარს იტყვის, ბარელის ფასი $300-ს გადააჭარბებს – რუსეთი

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ბარელი ნავთობის ფასი 300 დოლარს გადააჭარბებს. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს "კატასტოფურ შედეგებს" გლობალურ მიწოდებაზე...

მსოფლიო ბანკი უკრაინას 723 მილიონ დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკი უკრაინას $723 მილიონს გამოუყოფს. გადაწყვეტილება აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიიღო. დახმარების პაკეტის მიზანია უკრაინაში გადაუდებელი სიტუაციის გამო ეკონომიკის აღდგენის დაფინანსება. დახმარება მოიცავს "თავისუფალი უკრაინის მხარდაჭერის პაკეტს", $489 მილიონის ოდენობის...

ვერავინ იტყვის, რომ არ გავუფრთხილებივართ რუსეთს, ვნახეთ, რა გააკეთა 2008 წელს – ჯონსონი

"ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა გვაქვს მიშვერილი. ვერავინ იტყვის, რომ არ გავუფრთხილებივართ, ჩვენ ვნახეთ, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს...

COREPER II-მა უკრაინა-საქართველო-მოლდოვის განაცხადის განსახილველად ევროკომისია მოიწვია

ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი, COREPER II უკრაინა-საქართველო-მოლდოვის წევრობის განაცხადების განსახილველად ევროკომისიის მოწვევაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს საფრანგეთის დელეგაცია ტვიტერზე წერს. https://twitter.com/Europe2022FR/status/1500870708246765570?s=20&t=2rceLP1-ZA5M2Ejsm6nICA   ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

დატყვევებულია თითქმის 2000 რუსი ჯარისკაცი – ანტონ გერაშჩენკო

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დაატყვევეს თითქის 2000 რუსი ჯარისკაცი. "ტყვეთა ზუსტი რიცხვი ახლა დგინდება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ 1000-ზე მეტია....

ელისაბედ II კოვიდისგან გამოჯანმრთელების შემდეგ კანადის პრემიერს შეხვდა

დედოფალმა ელისაბედ II-მ კორონავირუსის გადატანის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა – მას უინძორის სასახლეში კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო ესტუმრა. 95 წლის დედოფალს COVID-19 დაუდასტურდა 20 თებერვალს, პირველ მარტს კი გამოჯანმრთელდა. სამეფო...

კანცელარიასთან აქციაზე “სირცხვილიას” 4 წევრი დააკავეს

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, უკრაინის სოლიდარობის აქციის დასრულების შემდეგ სრულიად უმიზეზოდ დააკავეს მათი მოძრაობის 4 წევრი: გიორგი მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე და ზუკა ბერძენიშვილი. მოძრაობამ დღეს აქცია საქართველოს მთავრობის...

მე-3 რაუნდი დასრულდა, ჰუმანიტარული დერეფნების კუთხით პოზიტიური ძვრებია – პოდოლიაკი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მრჩეველი, მიხაილ პოდილიაკი აცხადებს, რომ დასრულდა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მესამე რაუნდი. მისი თქმით, ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებაში მცირე პოზიტიური ძვრები შეინიშნება. "მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. არის მცირეოდენი პოზიტიური...

პესკოვის თქმით, რუსეთი “მომენტალურად” გაჩერდება, თუ უკრაინა მოთხოვნებს შეასრულებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, შეწყვიტოს "სპეცოპერაცია" "ნებისმიერ მომენტში", თუ კიევი შეასრულებს მოსკოვის მოთხოვნებს. პესკოვის თქმით, რუსეთის პირობებია, რომ უკრაინამ შეცვალოს კონსტიტუცია და უარი თქვას "ნებისმიერ...

დუბლინში კაცმა სატვირთოთი რუსეთის საელჩოს კარიბჭე შეანგრია (ვიდეო)

Independet-ის ცნობით, დუბლინში მამაკაცმა შეანგრია რუსეთის საელჩოს კარიბჭე, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. კადრებში, რომელსაც RTE ავრცელებს, ჩანს, რომ სატვირთო ჭიშკარს უკუსვლით შეეჯახა. https://www.facebook.com/kavkasiatv/videos/248664420809587