ცეცხლს ეთამაშებით – ბობოხიძე სასულიერო პირების ჯარში გაწვევის კანონპროექტზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ ირაკლი სესიაშვილის სახელით დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, მართლმადიდებელი მღვდლების გარდა, სხვა რელიგიების წარმომადგენელ სასულიერო პირებს ჯარში გაიწვევენ, თაღლითობა უწოდა. ბობოხიძის განცხადებით, ეს არის სახიფათო ინიციატივა, რადგან, რელიგიური ნიშნით განსხვავებას ეყრება საფუძველი. ბობოხიძის განმარტებით, ამ ინიციატივით რელიგიურ ექსრემიზმს ჩაეყრება საფუძველი. „თქვენ რელიგიებს აიძულებთ, იყვნენ განსხვავებულ მდგომარეობაში კანონთან, ცეცხლს ეთამაშებით, ბატონო ირაკლი“ – განაცხადა ბობოხიძემ.