ჩაფუშული ზვიგენი მათი სახეა – ელენე ხოშტარია მთავრობაზე

დღეს დილით გავიღვიძეთ და ის რაღაც მოგონილი სათამაშო ჩაფუშულია, ეს არის მართლა მათი სახე, – აცხადებს ელენე ხოშტარია. მისი თქმით, მთავრობა ცუდსაც ვერ აკეთებს ნორმალურად.

დეპუტატი გუშინდელ ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ შვილმკვდარი მამის კარვის წაღების და 10 აქტივისტის დაკავების შემდეგ, პოლიცია ცელოფნის პარკით არ აძლევდა გადაადგილების უფლებას.

,,დააგვირგვინეს ეს წელი, კიდევ ერთხელ შეგვახსენეს , რა ტიპის ხელისუფლებაა. რაც არ უნდა იფაფხურონ, მათი უკანონო გეგმები ჩაიფუშება და მოუწევთ ხელისუფლებიდან წასვლა”,- აღნიშნავს ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით მერიის დასუფთავების სამსახურმა საპროტესტო კარვები აიღო და მის ადგილზე საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟა. ამის გაპროტესტების დროს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა.