ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია – გიორგი ზაფხულში ნაკრებს ვერ დაეხმარება

ბელგიური “გენტის” 19 წლის ქართველი ნახევარმცველი ისევ ტრავმირებულია და მას მუხლზე ოპერაცია სჭირდება.

როგორც adjarasport.com იუწყება, ჩაკვეტაძე მარჯვენა მუხლზე ოპერაციას მალე გაიკეთებს და მის რეაბილიტაციას 3-4 თვე დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ზაფხულში გიბრალტართან და დანიასთან გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

მის მუხლის პრობლემაზე საუბარი გასული წლის 18 დეკემბრიდან მიმდინარეობს, სწორედ ამ დღეს მიიღო ტრავმა 19 წლის ქართველმა. მართალია მას შემდეგ ორჯერ დაუბრუნდა მოედანს, თუმცა როგორც ჩანს, ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არც ერთხელ ჰქონია.