ჩამომხრჩვალი შვილი პირველად დედამ ნახა – ახალი დეტალები 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობის საქმეზე

ქარელის რაიონში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ ბავშვს არც ფსიქიკური პრობლემები ჰქონია და კარგი მოსწავლე იყო. 

როგორც ცნობილი გახდა, ბავშვის დედ-მამა გაშორებულები იყვნენ. 11 წლის ბავშვი დედასთან ერთად სოფელ ყინწვისში ცხოვრობდა, ხოლო მისი და მამასთან გორის რაიონში.

შეგახსენებთ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში,დედამ 11 წლის ვაჟი ჩამომხრჩვალი იპოვა. შემთხვევა გუშინ მოხდა. საქმე შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა.