საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს, ჩამოშორდნენ ,,ქართულ ოცნებას” და არ მიიღონ ,,სოფლის დიქტატურის გაფორმებაში” მონაწილეობა.
მისი თქმით, საკითხი არ ეხება მხოლოდ უგულავას საქმეს, ესაა არჩევანი საქართველოს დასავლურ თუ ჩრდილოეთის კურსს შორის.
,,ეს თუ ასე დარჩა, ჩვენ დასავლეთისკენ გზა აღარ გვაქვს, ერთი გზა გვაქვს ჩრდილოეთით. და ვინც ოცნებობს და ფიქრობს ჩრდილოეთზე და ჰგონიათ, რომ რუსეთი აგვაშენებს, ეგაც ტყუილია, ეს არ იქნება აშენება და ბედნიერება. ეს არის გზა არსაით. მე საერთოდ ვერ ვხვდები, რანაირად უნდა მიიღონ ასეთი სახელმწიფოს აგებაში მონაწილეობა. სახელმწიფოში, რომელშიც ვისაც არ უნდა მონობა, 5 კილო კარტოფილად არჩევნებში მონაწილეობა, ეუბნებიან რომ გაგასახლებთ, პოლიტიკოსებს კი – ხმას ვინც ამოიღებთ, ჩაგსვამთ ციხეში”,- ამბობს მარგველაშვილი.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნებაში” ყოფნისას არასდროს დაუშვია, რომ ივანიშვილი სოფლის დიქტატორად გადაიქცეოდა, რადგან მაშინ დასავლეთის კურსიდან გადახვევის არც ერთი ფაქტი არ მომხდარა. მარგველაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი სოფლის დიქტატორად მაშინ გადაიქცა, როდესაც იმ ღამეს დაარბიეს და ესროლეს ბავშვებს.