ჩაქვი-ციხისძირის მონაკვეთზე კაცი მატარებელზე გადასწრების დროს მძიმედ დაშავდა

ჩაქვში-ციხისძირის მონაკვეთზე კაცმა მატარებელის ლიადაგზე, მატარებელთან ახლო მანძილზე გადასწრება სცადა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, თბილის-ბათუმის მატარებელი ავარიულად გაჩერებულია.

თვითმხილველების თქმით, მემანქანემ მოასწრო რეაგირება და დაამუხრუჭა, თუმცა მამაკაცმა თავის ტრავმა მაინც მიიღო. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, მამაკაცი ცოცხალი დახვდათ. დაზიანებებით ქობულეთის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე, ქობულეთის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, ისინი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. საქმე სისხლის სამარტლის კოდექსის 275 მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მატარებელი ჯერ ჩაქვში, ხოლო მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედებებისთვის ქობულეთში გააჩერეს. თბილისში მგზავრები, სავარაუდოდ, 40 წუთის დაგვიანებით ჩავლენ.