ჩაქვში 12 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა, მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.














