“ჩავაგდეთ პროცესი”: გოგიჩაიშვილი ბესელიასთან ერთად მიღწეული შედეგით ამაყობს

{{ARTICLEIMAGE}}
იურიდიული კომიტეტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების სია შემოაპარა, რომელთა უმეტესობა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროინდელი მაღალჩინოსნის ზურაბ ადეიშვილის კლანის მსახურები არიან.

“იურიდიულმა კომიტეტმა ჩავაგდეთ პროცესი, სადაც გვაპარებდნენ ჩინჩალაძეს და მის მაგვარ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ პირდაპირი მნიშვნელობით მსახურები ადეიშვილის რეჟიმის. როგორ დარჩნენ ეს არ ვიცი და ამაში მონაწილეობა არ მიმიღია, მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმ პოლიტიკურ პროცესზე, რასაც ჰქვია ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში”,განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილს არ სურს კომიტეტს ჰყავდეს ისეთი თავმჯდომარე, რომელიც დღეს “ჩინჩალაძეს მისცემდა ხმას”.

“ასე დგას დღეს საკითხი, იურიდიულ კომიტეტს სჭირდება პროცესი, სადაც ეს ადამიანები შემოპარული სიით ვერ გავლენ. ამ წამს არის მორალური კონფლიქტი იუსტიციის საბჭოსა და საზოგადოებას შორის, ასევე არის ინსტიტუციური კონფლიქტი პარლამენტსა და იუსტიციის საბჭოს შორის და გაღრმავდება იქამდე, ვიდრე ეს პირები არიან იუსტიციის საბჭოში”, განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი



“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)



პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა