“ჩემი ცოლის დაქალები“ ეთერში ოქტომბრიდან დაბრუნდება. სერიალის სცენარისტის ქეთი დევდარიანის განცხადებით, გადაღებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
“დღეს მაუწყებლობის უფლება მივიღეთ, ასე რომ, ჩცდ – ს და კიდევ ერთ ახალ სერიალს ოქტომბრიდან ახალ არხზე იხილავთ” – წერს სოციალურ ქსელში ქეთი დევდარიანი.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, “ჩცდ“ ახალ ტელეკომპანია “ფორმულა”-ზე გავა, რომელიც დავით კეზერაშვილს ეკუთვნის და მაუწყებლობას შემოდგომიდან დაიწყებს.