სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ეთერში 25 ოქტომბერს “ფორმულაზე” გავა. ამის შესახებ On.ge-ს სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ უთხრა. მისივე ცნობით, ჩცდ ეთერში უცვლელ დღეებში პარასკევს, შაბათსა და კვირას გავა.
“ამჯერად, რუსთავი 2-ის შემთხვევისგან განსხვავებით, გამოცხადებულ, დაანონსებულ დროს გავა სერიალი. არც ერთი პოლიტიკური მოვლენა, თუ ქვეყანა არ ინგრევა, არ შეუშლის ხელს ამას. არხის პრიორიტეტი არ არის მხოლოდ პოლიტიკა და პოლიტიკური დღის წესრიგი, არის მთლიანად საზოგადოებრივი ცხოვრება, მათ შორის ჩემი ცოლის დაქალები არის მთავარი ბურჯი. არხი შენდება მის გარშემო”, — განუცხადა საღინაძემ On.ge-ს.