ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება  ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო და ძალაში უკვე შევიდა.

ჩეხეთი მე-12 ქვეყანაა, იმ სახელმწიფოებიდან, რომელმაც  საქართველოსთან მიმართით შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო უსაფრთხო ქვეყნად უკვე  გამოაცხადა ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტაინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა და დანიამ.