ჩეხეთის ხელისუფლებამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა.
როგორც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში აცხადებს, კარანტინი 24 მარტამდე, ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე, გაგრძელდება.
„კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტეთ, რომ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება შევზღუდოთ,“- განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.
 შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გუდაურში მდებარე”მთვარლმა ალუბალმა”  ფეისუბქ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
  განცხადებაში ნათქვამი იყო რომ  4 მარტს გუდაურში  6 ჩეხი ტურისტი ჩავიდა, რომლებიც რეგულარულად სტუმრობდნენ რესტორანს.  6 ტურისტიდან 3-ს  საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდათ. 
ამავე თემაზე :
3 ტურისტი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, გუდაურში ერთ-ერთ რესტორანს რეგულარულად სტუმრობდნენ
                
		












