ჩელსის შემადგენლობაში პრობლემებია – დაპირისპირება იგუაინსა და დავიდ ლუიზს შორის (ვიდეო)

ევროპა ლიგის ფინალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩელსის ვარჯიშზე ორ წამყვან ფეხბურთელს შორის შელაპარაკება მოხდა. იგუაინი უკმაყოფილო იყო ბრაზილიელის უხეში თამაშით და მას სიწყნარისკენ მოუწოდებდა. თავის მხრივ დავიდ ლუიზი ვერ ხედავდა საკუთარ თამაშში ზედმეტ უხეშობას და იგუაინთან საუბარს თავს არიდებდა. საბოლოოდ მოთამაშეებს შორის გუნდის კაპიტანი სეზარ ასპილიკუეტა ჩადგა და მოთამაშეები დააშოშმინა.

მოთამაშეების დაშოშმინების მიუხედავად ნერვებმა უმტყუვნა გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის. იგი განრისხებული იყო მოთამაშეების ამგვარი ქცევის გამო და გაბრაზებულმა კეპი მოედნის კუთხისკენ მოისროლა.

შეგახსენებთ ევროპა ლიგის ფინალი 29 მაისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.