„ვანოს შოუს“ წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა „რუსთავი 2″ დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო მოგესალმებით. მინდა საჯაროდ გამცნოთ, რომ ჩემი 16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხზე რუსთავი 2-ზე დასრულდა. არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე.
პ.ს. სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ქონია“ – წერს ჯავახიშვილი.