” ჩემი ბრალია ყველაფერი, რომ დამეთმო, ეს არ მოხდებოდა” – მესტიაში ძმის მკვლელობაში ბრალდებული

მესტიის სოფელ ცხუმარში, ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 48 წლის ბესიკ არღვლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თავად ბრალდებული, რომელიც პროცესზე ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

როგორც არღვლიანმა აღნიშნა, იგი დანაშაულს აღიარებს.

„დანაშაული მაქვს, მანქანა არ მივეცი და ჩემი ბრალია ეს ყველაფერი. რომ დამეთმო, ეს არ მოხდებოდა”, – განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბესიკ არღვლიანმა ძმას სასიკვდილო ჭრილობა, ცივი იარაღით ყბისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა