„ჩემი განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოღებული”-ავსტრიის ელჩი კრიტიკულ შეფასებებს უარყოფს

„ჩემი განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოღებული”-ავსტრიის ელჩი კრიტიკულ შეფასებებს უარყოფს, გახმაურებული ინტერვიუს შესახებ განმარტებები დიპლომატმა საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გააკეთა.

არად ბენკოს განმარტებით,მისი ინტერვიუ  არასწორად გაიგეს, რადგან კონტექსტიდან იყო ამოღებული ცალკეული ფრაზები.

“ჩემი მოსაზრებები ინტერვიუს კონტექსტიდან იყო ამოღებული.ინტერვიუს დროს  მე ვისაუბრე იმაზე, რომ კორუფცია საქართველოში დაბალი ნიშნულზეა, გარანტირებულია კანონის უზენაესობა, ასევე აღვნიშნე რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის მიმზიდველი ცენტრია, ავსტრიული კომპანიებიც ახორციელებენ  ინვესტიციებს საქართველოში და ორმხრივად თანამშრომლობენ. ჩემი მოსაზრებები შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული”-წერს ავსტრიის ელჩი.