პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სოციალურ ქსელში“ მწუხარებას გამოხატავს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით.
“ჩემი გული ახლა პარიზშია” – წერს ჰილარი კლინტონი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არის სიმბოლო, რომ კაცობრიობას შეუძლია გაერთიანდეს ისეთ დიადი მიზნისთვის როგორიცაა, სუნთქვისშემკვრელი სალოცავების აშენება, რომელსაც ერთი ადამიანი ვერ ააშენებს. ვუსურვებ საფრანგეთს გამძლეობას და ერთიანობას, რათა თავიდან ააშენოს”,- წერს ჰილარი კლინტონი.
ბოლო ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი. შესაძლოა, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.