რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი Sputnik-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ოცნება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა და თუ 6 წელიწადში საქართველოს საგარეო კურსი არ შეიცვლება და რუსეთთან ურთიერთობები არ დალაგდება არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში მოვა. თუმცა კანდელაკი იმასაც აღნიშნავს, რომ აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია პოლიტიკაში წასვლის საფუძველი არ არის.
„რუსეთში ბევრი პროექტი მაქვს, რომლებიც უნდა დასრულდეს. სულ მალე 44 წლის გავხდები, ჰიპოთეტურად 50 წლის ასაკში ამაზე ფიქრი შეიძლება. წლების განმავლობაში ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული პოზიცია მაქვს: მჯერა, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ურთიერთობაც ფუნდამენტურია. ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნება, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცხოვრობენ, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა, მაგრამ არ ვიცი როგორ.
ამ კითხვის პასუხი რომ ვიცოდე, გავიგებდი როგორ, რა ნაბიჯები გადავდგა და დარწმუნებული ვიქნებოდი შედეგში, მაშინ წამოვდგებოდი და ვიტყოდი: იცი, საქართველოში მინდა დავბრუნდე და ამ პროცესს ვუხელმძღვანელო. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ვიმედოვნებ საქართველოში ვინმე საგარეო პოლიტიკის მშენებლობის ამ პროცესს წარმართავს, რაც, ჩემი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“. – განაცხადა თინა კანდელაკმა.