“გამარჯვებული საქართველოს“ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში მისი შესაძლო დაკავების ფაქტს ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის შვილს ბერა ივანიშვილს მიმართავს.
“ჩემო ბერა! იმ ერთ გზააბნეულ ქართველ პოლოტიკოსს, სახლში რომ გყავს, უთხარი – დღეს დასაჭერად არ მცალია, ქორწინების 20 წლისთავი მაქვს და ხვალ გამომიაროს“, – წერს ოქრუაშვილი
ვრცელდება ინფორმაცია,რომ ნიკა მელიას გარდა, “ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაც იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა დაიბარეს.