ჩემს 2 წლის შვილს უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს, ვიდრე ”ნაციონალურ მოძრაობას” აჭარაში – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამტკიცებს, რომ მის 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას” აჭარაში.

”ჩემს 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ზოგადად ნაციონალურ მოძრაობას აჭარაში. ​ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა. რაც შეეხება ზოგადად ამ საკითხს სამწუხაროა, რომ ინიციატივამ, რომელსაც ”ქართული ოცნების” პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.