გოგი გვახარია „სპარში“ მომხდარ ტრაგედიას სტატუსით ეხმაურება და სვამს კითხვას, თუ რატომ არის თბილისში ამდენი ღამის მარკეტი.
„ფრენდები წერენ და მეც მინდა ვიკითხო – რა საჭიროა ამდენი ღამის მარკეტი ქალაქში? სად, რომელ ქვეყანაში გინახავთ ამდენი სუპერმარკეტი მუშაობდეს ღამე?
შარშან სტუდენტი მყავდა, რომელსაც სისტემატურად ეძინა ჩემს ლექციაზე. ერთხელაც ვერ მოვითმინე და შესვენებაზე ვუთხარი, რომ არ მსიამოვნებს ლექციის წაკითხვა ასეთ გარემოში, რომ არავის ვაძალებ ლექციებზე სიარულს… მარკეტში ვმუშაობ და ღამე მორიგე ვიყავიო. საშინლად შემრცხვა. ჰოდა, კი ვამბობ, იქნებ ღამის მარკეტები დახურონ მეთქი და თან ვფიქრობ, რანაირად უნდა გადაიხადონ აბა სწავლის ფული?რას იტყვით?
პ.ს. თავისუფალი ბაზრის მხურვალე თაყვანისმცემლები ნუ გამომეხმაურებით. ვიცი თქვენი პასუხი“- წერს გოგი გვახარია სოციალურ ქსელში.