პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია როგორც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ასევე, ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება.
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელიც ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი. რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო და საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ” – აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მკვლელობისთვის მსჯავრდებულების გარდა არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის მსჯავრდებული პირიც აღმოჩნდა.