ჩინელი ექიმი ლი ვენლიანი, რომელიც კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 30 დეკემბერს მან თავის კოლეგებს ჯგუფურ ჩატში ვირუსის შესახებ შეატყობინა და ურჩია, ინფიცრებისგან თავის აცილებისთვის შესაბამისი ზომები მიეღოთ. ამის შემდეგ ის პოლიციაში დაიბარეს და ინტერნეტით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს.
ლი ვენლიანი კლინიკაში 12 იანვარს მოათავსეს. ერთ-ერთი ვერსიით, მას ვირუსი პაციენტისგან გადაედო.
პირველ თებერვალს ექიმს კორონა ვირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა.