ჩინეთი ადასტურებს, რომ დაფიქსირდა კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა. ინფიცირებულთა შორის სამედიცინო მუშაკებიც არიან.
20 ივნისის მონაცემებით, ინფიცირების 217-მდე შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში. CBS-ის ინფორმაციით, ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი.
ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, აეროპორტში მგზავრებს გაფრენამდე სიცხეს უზომავენ და ფიზიკურ მდგომარეობას უმოწმებენ. ვუჰანიდან ჩასულ მგზავრებს ამოწმებენ სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტებშიც.
ვირუსი ,,2019-nCoV” პირველად ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ის სავარაუდოდ ზღვის პროდუქტების ერთ-ერთ მარკეტში გაჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პათოგენი კორონავირუსების ოჯახს ეკუთვნის. ვირუსი პნევმონიის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება.