ჩინეთის ქალაქ ვუჰაინიდან ევაკუირებული 254 ადამიანიდან 36-ს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. France 24-ის ინფორმაციით, მათგან 20 აეროპორტში დარჩა ტესტირების გასავლელად, რომლის საბოლოო პასუხი ორშაბათს გახდება ცნობილი, 16 კი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.
საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ფრანგულმა მხარემ კვირას განახორციელა, საფრანგეთში რჩებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი 14-დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან.
საფრანგეთში კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა.
ამ დროისთვის ვირუსის შედეგად 361 ადამიანია გარდაცვლილი, 17000-ზე მეტი კი ინფიცირებული.