ჩინეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან ფრენების არარსებობის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ლუკა ბუხრაშვილი, ნინო ვაშალომიძე და ანი ტატიშვილი პეკინიდან თბილისში „ფლაი დუბაის“ რეისით ჩამოფრიდნენ.

ჩინეთიდან მათი ტრანსპორტირება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უზრუნველყო.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.