ფილიპინებში ახალი კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას უცხოური მედია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდაცვლილი 44 წლის ჩინელი კაცია, რომელიც ფილიპინებში უხანიდან იყო ჩასული, სადაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა.
როგორც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაცხადებს, გარდაცვლილი კაცი ფილიპინებში ჩასვლამდე იყო ვირუსით დაავადებული.
რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, კორონავირუსის შეთხვევა 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ვირუსით გარდაცლილთა რიცხვი 300-ს აჭარბებს, დაავადებულთა კი 14 ათასს.