BBC-ს ინფორმაციით ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება და ის თავის რუს კლეგას ვლადიმერ პუტინს უკვე შეხვდა. ჩინეთის ლიდერმა პუტინს საუკეთესო მეგობარი უწოდა. როგორც ის ამბობს, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებმა წლების განმავლობაში გაუძლო სერიოზულ გამოცდებს და არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა.
„ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით ჩვენი ურთიერთობა ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალ საფეხურამდე აგვეყვანა. ჩვენი ხალხისთვის შესანიშნავი სამუშაო ჩავატარეთ“,- სი ძინპინიმა.
რუსეთის ლიდერმა განაცხადა რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კონტექსტში პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშნელოვანესია.ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანია „გრეით ვალ მოტორსმა“ რუსეთში ახალი ქარხანა გახსნა.