ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი პრემიერმინისტრი ლი პენი, რომელიც „პეკინელი ყასაბის“ სახელით არის ცნობილი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლი პენი 1928 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის პოსტს კი 1988-1998 წლებში იკავებდა.
„პეკინელი ყასაბი“ ლი პენს 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე დემონტრაციის ტანკების გამოყენებით დაშლის გამო შეარქვეს, როდესაც სამხედროებმა ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი მოკლეს.