ჩინეთის სამხრეთში მდებარე სიჩუანის პროვინციაში 5,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა ერთ-ერთი სასტუმრო, ასევე დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები.
ხელისუფლებამ მიწისძვრით დაზარალებულ ზონებში 5 ათასი კარავი, 10 ათასი გასაშლელი საწოლი და 20 ათასი პლედი გაგზავნა.
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა სიჩუანის პროვინციაში 2008 წელს მოხდა. მას 87 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.